ტური #1 · მესხეთი · 1 დღე

დაკარგული ღვინის ქვეყანა

აღმოაჩინე მესხეთი — საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მეღვინეობის რეგიონი.

მესხეთის ტერასებიანი ვენახები

მესხეთი

მესხეთი ოდესღაც საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი იყო. აქ ადგილობრივი ვაზის რამდენიმე ათეული ჯიში ხარობდა, ხოლო ვაზი ზღვის დონიდან 900–1700 მეტრ სიმაღლეზე იყო გაშენებული. რთული მთიანი რელიეფის გამო ვენახებს ფერდობებზე მოწყობილ ტერასებზე აშენებდნენ, საწნახელები და ღვინის მარნები კი ხშირად გამოქვაბულებსა და ციხე-სიმაგრეებში იყო განთავსებული. დღეს ამ მდიდარი მევენახეობის კულტურის დიდი ნაწილი მივიწყებული ან დაკარგულია. ამ კულტურისგან მხოლოდ მისი კვალი გადარჩა — ძველი ტერასები, კლდეში ნაკვეთი საწნახელები და მარნები, ასწლოვანი ვაზები და შემორჩენილი ადგილობრივი ჯიშები.

რას აღმოაჩენთ

ამ მოგზაურობაში გავყვებით მესხეთის დაკარგული მეღვინეობის კვალს — ვნახავთ ფერდობებზე გაშენებულ ძველ ტერასებს, კლდეში ნაკვეთ საწნახელებსა და მარნებს, გავეცნობით ადგილობრივ ვაზის ჯიშებს, დავაგემოვნებთ მესხური სამზარეულოს კერძებს და მოვისმენთ იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც მესხური მეღვინეობის აღდგენას ცდილობენ. ეს არის მოგზაურობა დაკარგულ სამყაროში, რომელიც აღმოჩენას ელის.

განრიგი

გამგზავრება

დილით ადრე გავემართებით ბორჯომის რაიონის მიმართულებით, საიდანაც ჩვენი მოგზაურობა ახალციხის გავლით გაგრძელდება ასპინძისკენ.

ახალდაბა

გაჩერება ახალდაბაში და მსუბუქი წახემსება — საყოველთაოდ ცნობილი ახალდაბის ხაჭაპური ან ლობიანი.

ასპინძა

ჩავალთ ახალციხეში და მტკვრის ვიწრო ხეობას გავუყვებით ასპინძის მიმართულებით.

უძველესი სავენახე ტერასები

ასპინძასთან ვნახავთ უძველეს სავენახე ფერდობებს — ქვის კედლებით მოწყობილ ტერასებს, რომლებზეც ოდესღაც ადგილობრივი ვაზი იყო გაშენებული.

განახლებული სავენახე ტერასები

შემდეგ ვნახავთ უკვე აღდგენილ ტერასებს, სადაც ადგილობრივი ვაზის ჯიშების აღდგენის პროგრამა მიმდინარეობს და ვნახავთ, როგორ იბრუნებს მესხეთის ძველი ვენახები სიცოცხლეს.

ვარძიის გამოქვაბულები

ტერასების შემდეგ ვეწვევით ვარძიას, დავათვალიერებთ კლდეში ნაკვეთ კომპლექსს და ვნახავთ ძველ მარნებსა და ქვევრების ნარჩენებს, სადაც ოდესღაც ღვინო ინახებოდა.

ჭაჭკარი — მესხეთის მეღვინეობის ცენტრი

ვარძიიდან ფეხით გავუყვებით მტკვრის ხეობას და მივალთ ისტორიულ სოფელ ჭაჭკარში — მესხეთის ერთ-ერთ ძველ მეღვინეობის კერაში. აქ შემორჩენილია ძველი ტერასები და კლდეში ნაკვეთი საწნახელები, სადაც ოდესღაც დიდი რაოდენობით ღვინო იწურებოდა. გადმოცემის მიხედვით, ჭაჭკარიდან ღვინო ვარძიის სამეურნეო მარაგისთვის იგზავნებოდა.

მესხური საღამო

დასასრულს ვესტუმრებით ადგილობრივ საოჯახო რესტორანს, სადაც დავაგემოვნებთ მესხურ კერძებს, გავსინჯავთ ადგილობრივ ღვინოს და მშვიდ, სასიამოვნო საღამოს გავატარებთ.

უკან დაბრუნება

ტურს დავასრულებთ უკან დაბრუნებით — ახალქალაქისა და წალკის გავლით.

ტურის ღირებულება

--- ლარი / 1 ადამიანი

ფასში შედის

  • ტრანსპორტირება — კომფორტული მიკროავტობუსით
  • გიდის მომსახურება
  • ვარძიის შესასვლელი ბილეთი
  • მესხური სადილი
  • ღვინის დეგუსტაცია

დამატებითი ინფორმაცია

გამგზავრების ადგილი: რესპუბლიკის მოედანი — ველოსიპედის ძეგლი

გასვლის დრო: 08:00

ტურის ხანგრძლივობა: 10–12 საათი

გასავლელი მანძილი 450კმ

მარშრუტის სირთულე მარტივი, ფეხით სასიარულო 2კმ-მდე

ანგარიშსწორება

ტურის ღირებულების ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:

თიბისი ბანკი: ---------------

საქართველოს ბანკი: ---------------